ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, 2019 წლიდან პროექტის „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისთვის – ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა, გიორგი ცხვედიანმა და მიხეილ ელბაქიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე – ალექსანდრე ხურცილავა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის მიზანია ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების წინაშე წარმოშობილი სირთულეების დაძლევასა და საზოგადოებაში ღირსეული რეინტეგრაციისათვის რელევანტური სერვისების შეთავაზება (დასაქმების, პროფესიული უნარების განვითარების და სამედიცინო მომსახურების კუთხით).
“პროექტი ითვალისწინებს: სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; საშემოსავლო ბიზნეს პროექტების დაფინანსება, შემოსავლის წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.
პროექტში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა ერთ წელზე მეტი ვადით, არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდა განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე ან სარგებლობდა თავშესაფრით და მისი სამშობლოში დაბრუნებიდან არ არის გასული ერთი წელი. პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://aic.org.ge/ ტელეფონი: 593 30 79 69; 598 71 07 77”, – ნათქვამია მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები