ზესტაფონში სოფელ კვალითის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები სოფელ კვალითში, აბანოს გზაზე მიმდინარეობს. როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 130 180 ლარია. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო როუდ ინვესტი“ ასრულებს.
გზის აღდგენის სამუშაოები სოფელ კვალითში მერის მოადგილემ – დავით მაღრაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა – შალვა კიკნაველიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ -ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
სოფელ კვალითში აბანოს გზის კეთილმოწყობა 2017 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იყო განსაზღვრული, რომლის აღდგენაც მიმდინარე წელს დასრულდება. რეაბილიტირებული გზა სოფლის ორი სხვადასხვა უბანს დააკავშირებს ერთმანეთთან, ადგილობრივი მოსახლეობა კი გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებს.
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქალაქის 14 ქუჩისა და 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის თვალსაზრისით, მასშტაბური პროექტები განვახორციელეთ. პროცესი გრძელდება და 2021 წლისთვის არცერთი სოფლის ცენტრალური უბნის გზა არ დარჩება კეთილმოწყობის გარეშე“, – განაცხადა ზესტაფონის მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები