“მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ“ – ქუთაისში აქცია გაიმართა

“მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ“ – ამ ლოზუნგით ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ფლაერები დაარიგეს, რომლებზეც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია წერია. არასამთავრობო ორგანიზაცია “პოსტერუმ ქუთაისის” წევრმა, ზურაბ კოსტავამ განაცხადა, რომ არ დაიშლებიან იქამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.
აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.
“მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ“ – ამგვარი ფორმა მიიღო ამ კამპანიამ. ჩვენ ვაგრძელებთ აქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. მოსახლეობას დავურიგეთ ფლაერები, სადაც დატანილია ინფორმაცია 20 ივნისის მოვლენების შედეგებზე. ამით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას ჩვენს მოთხოვნას და ვეტყვით, რომ მოთხოვნის შესრულებამდე არ დავიშლებით“, – ამბობს კოსტავა.
ქუთაისის პარალელურად, აქცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები