აჭარას შესაძლოა, ევროპის სპორტის რეგიონის სტატუსი მიენიჭოს

“ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაცია” მზად არის, აჭარის სპორტის რეგიონად აღიარების საკითხი განიხილოს”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობაში დღეს მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის, ბათუმის მერის – ლაშა კომახიძისა და ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური მდივნის – ჰუგო ალონსოს შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ჰუგო ალონსოს თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს ევროპის სპორტის რეგიონის წოდება. ასოციაცია მზად არის, განიხილოს საკითხი და ბათუმის შემდეგ სპორტის რეგიონის სტატუსი აჭარას მიანიჭოს.
მისივე განცხადებით, ბათუმი არის ქალაქი, სადაც ძალიან დინამიკურად ვითარდება სპორტი და საერთაშორისო ღონისძიებები მაღალ დონეზე ხორციელდება.
„აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ეს პოტენციალი მთელს აჭარაზე გავრცელდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. იმედი მაქვს, აჭარა მალე გახდება ევროპის სპორტის რეგიონი“, – განაცხადა ჰუგო ალონსომ.
სპორტის პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის, პროგრამებისა და აქტივობების გათვალისწინებით, ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება 2018 წლის აპრილში მიენიჭა. ასოციაციის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი სპორტის, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით ევროპაში საუკეთესო მაგალითია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები