თამარ ჩუგოშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობაზე”:  მიზანი, რომ გადატრიალებები მოაწყონ, არ გამოუვათ

„ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ძალიან დიდი დოზით ისმის უპასუხისმგებლო განცხადებები. ვხედავთ მუდმივი არეულობის, დაძაბულობის შემოტანას ქართულ საზოგადოებაში. რაღაც დოზით გამოსდით ეს ყველაფერი, მაგრამ ის მიზანი, რაც აქვთ, რომ ადუღება და გადატრიალებები მოაწყონ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ამის პირობა ყველას შეგვიძლია მივცეთ” –  ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის სახარბიელო.

„მე როგორც ვხვდები, მათთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის სახარბიელო. კი ითხოვდნენ მაგრამ, როგორც ჩანს ძალიან შეწუხებულები არიან კონკრეტული მოვლენების ასეთ განვითარებით. სახელმწიფოს როლი არის ერთადერთი – მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები უზრუნველყოფილი ჰქონდეს ყველას და ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და მეტი არაფერი” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები