გურამ მაჭარაშვილი საქსტატის მონაცემებზე: სპეკულაციები, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო

„ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო – რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, საქსტატის წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ე.წ. რადიკალური ოპოზიცია, იგივე „ნაცმოძრაობა“ ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს. სადაც წარმატებაა, იქ წარუმატებლობას ხედავს. როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს პოზიტიურ ასპექტში აფასებენ, „ნაცმოძრაობა“ და მისი რადიკალური ფრთა ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი უკუღმა მიდის. იგივეა სტატისტიკის მონაცემები მოსახლეობის აღწერაზე – 3 900 000 ადამიანია საქართველოში და აქედან მხოლოდ 200 ათასამდეა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც ადასტურებს, რომ ის სპეკულაციები, რაც ჰქონდათ, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები