გიორგი ვოლსკი: საქართველოს ხელისუფლება კანონით ვალდებულია დაიცვას ყველას უფლებები

საქართველოს ხელისუფლება კანონით ვალდებულია დაიცვას ყველას უფლებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იყო მცდელობა კვლავ რუსეთის თემის გამოყენებით მომხდარიყო საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება.

„ესეც არ იკმარეს და აიღეს და ახალი თემა შემოიტანეს, ლგბტ პრაიდის მიერ ღონისძიების ჩატარება. საქართველოს ხელისუფლება კანონით ვალდებულია დაიცვას ყველას უფლებები, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, მათ შორის, განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაუპირისპირდნენ ამას, კიდევ ერთი ჯგუფი საზოგადოების. საკმაოდ სერიოზული, სტრატეგიულად გათვლილი გეგმაა, რომელსაც ვერ მიუდგები სამართლებრივი მხრიდან და პრაქტიკულად, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს, არავინ არ მინდა დავამცირო, პირიქით, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ, ნელნელა გადასული აზრის გამოხატვის თავისუფლებაში, დაკლდა ის მუხტი, რასაც ნაცმოძრაობა დიდი ხანია უკვე საქართველოს წინააღმდეგ გეგმავს. რთული ვითარებაა, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან. უნდათ დაბრალონ, რომ გამოსული არიან ძალები, რომლის უკანაც დგას სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელსაც წარმოუდგენელი პროგრესი აქვს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის’,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ეს არის სიმახინჯე და ამ სიმახინჯეს რაც უფრო მალე დაინახავს საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი, ვიდრე ახლა დგას რუსთაველზე, იქნება უკეთესი. მისივე თქმით, „არჩევნების გარდა არაფერი არ არსებობს ქვეყნისთვის მშვიდობის მომტანი”.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები