რამზან კადიროვი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ პუტინს და რუსეთს ბოდიში მოუხადოს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გუშინდელ სატელევიზიო ეთერს ეხმაურება.

„კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მით უმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია“, – წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტს და მთლიანად რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. მან გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები