„ნაცმოძრაობამ“ მშვიდობიანი მოლაპარაკებების საფუძვლების შექმნის არანაირი შანსი დატოვა, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები მშვიდობიანი გზით დაიბრუნოს“

„ეს არის ერთი ნაწილი იმ სახელმწიფო გადატრიალებისა, რომელსაც მუდმივად ცდილობს პოლიტიკის „შავი ჭირი” – “ნაციონალური მოძრაობა”. ის ვერბალური აგრესიაც, რომელიც “რუსთავი 2 -ის” ჟურნალისტმა გააკეთა, სწორედ ამის ნაწილი იყო, რათა მაქსიმალური პოლარიზაცია მოხდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მშვიდობიანი მოლაპარაკებების საფუძვლების შექმნის არანაირი შანსი   დატოვა, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები მშვიდობიანი გზით დაიბრუნოს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ მეზობელ ქვეყანასთან მუდმივად ვიყოთ ომის მდგომარეობაში და ამის საფუძველზე გაკეთდეს ფსევდოპატრიოტიზმის მოწოდებები, რომ ამით ისარგებლოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ერთადერთი ემოციური თემა, რომელიც მათ მონახეს, სწორედ ეს გახლდათ. მათ არ აინტერესებთ მილიონამდე ჩვენი თანამემამულის ბედი, რომელთა მიმართაც ასპროცენტიანი გარანტიით ვიცით, რომ აუცილებლად აგრესია გაჩნდება რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები