აკაკი ზოიძე გაბუნიაზე: ეს იყო ძალიან მდარე ხარისხის განცხადება, რომელსაც ვერბალური ვანდალიზმი შეიძლება, დაარქვა

“გუშინდელი განცხადება მხოლოდ ერთი ეპიზოდია და ის არ გახლავთ მხოლოდ ერთი ჟურნალისტის, ერთ-ერთი ტელევიზიის განცხადება. ეს იყო ძალიან მდარე ხარისხის განცხადება, რომელსაც ვერბალური ვანდალიზმი შეიძლება, დაარქვა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
„ევროპული საქართველო” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი შტოა და მათ შორის განსხვავება საერთოდ აღარ ჩანს. მათი ერთადერთი გასამართლებელი საბუთი, რაც გუშინ ტელეეთერიდან ყველამ ერთად ვიხილეთ, არის სწორედ ის, რომ ყურადღება გადაიტანონ ხელისუფლების რეაქციაზე. გუშინდელი განცხადება მხოლოდ ერთი ეპიზოდია და ის არ გახლავთ მხოლოდ ერთი ჟურნალისტის, ერთ-ერთი ტელევიზიის განცხადება. ეს იყო ძალიან მდარე ხარისხის განცხადება, რომელსაც ვერბალური ვანდალიზმი შეიძლება, დაარქვა”, – განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატის თქმით, მტრული რიტორიკა როგორც ქვეყნის, ისე ქვეყნის გარეთ, სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” სტილია.
„აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გარდაცვლილი დედის საფლავის შეგინების გამო ომს დაიწყებს რუსეთი ან დაგვბომბავს. მათ ავიწყდებათ, რომ ჰიბრიდულ ომში ვართ რუსეთთან, სადაც საინფორმაციო კომპონენტს არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმაზე, თუ საბრძოლო მოქმედებებისას ვის უკეთესი შეიარაღება ექნება”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი თქმით, ჰიბრიდული საინფორმაციო ომის უდიდესი ნაწილი სწორედ მორალურ და ემოციურ არგუმენტებზეა ხშირ შემთხვევაში დამყარებული.
“როდესაც ქართველი ჟურნალისტი ასეთ განცხადებას აკეთებს ტელეეთერიდან, ამით ვკარგავთ იმ დიდ მორალურ უპირატესობას, რომელიც გვაქვს დღეს რუსეთთან მიმართებით და იმ ემოციურ უპირატესობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების თვალში გვაქვს. „ეს რუსეთის რეჟიმს აძლევს საშუალებას, რომ გაამართლოს ის სანქციები, რომლებსაც გვიყენებს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები