თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრს, მათერნ ფორ მარშალს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრს, მათერნ ფორ მარშალს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მიერ შეტანილი წვლილი.
კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა გერმანიის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში სამართლებრივი სისტემების ჩამოყალიბებასა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას ემსახურება.
მან განსაკუთრებით აღნიშნა კონრად ადენაუერის ფონდისა და გერმანიის საერთაშორისიო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამების ფარგლებში გაწეული სამუშაო, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელებაში დაეხმარა.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე, ევროპარლამენტის არჩევნებზე, ასევე, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებსა და რუსეთის დელეგაციის ევროპის საბჭოს ასამბლეაში დაბრუნების საკითხზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და პერსპექტივების განხილვას. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის აქტუალობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანია ითავებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის ჩატარებას, რაც ახალ სიცოცხლეს შესძენს თანამშრომლობის ამ ფორმატს.
შეხვედრაზე განიხილეს, ასევე, ევროკავშირთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა და ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში მიღწეული შედეგები.
კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რაც გერმანულ საზოგადოებაში საქართველოსადმი პოლიტიკურ დაინტერესებასაც გაზრდის.
ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი, მათერნ ფორ მარშალი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცესპიკერსა და წევრებთან ერთად მონაწილებას მიიღებს ბათუმშის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში – საქართველო ევროპული გზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები