ნათია თურნავა: არავინ მეგულება, ვისაც შეიძლება, მოეწონოს მსგავსი უხამსი და მავნებლური საქციელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ ეგულება ადამიანი, ვისაც მოეწონება მსგავსი უხამსი, მავნებლური, ყოველგვარ ზღვარგადასული პროვოკაციული საქციელი.

„არ მეგულება არავინ, ვისაც შეიძლება, მოეწონოს ეს საქციელი, ეს უხამსი, მავნებლური, ყოველგვარ ზღვარგადასული პროვოკაცია. აღნიშნული არანაირად   ჯდება არანაირ ჟურნალისტურ ეთიკაში და არც ქართველი მამაკაცის ლექსიკაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები