კულტურისა და განათლების ორმაგი სტანდარტი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან და მის შემდგომ, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ახლა უკვე სპორტის მინისტრების მუდმივცვალებად პირობებში, უცვლელად რჩება მთავარი ღერძი – ეს არის პოსტსაბჭოურ ეპოქაში ჩამოყალიბებული კოჰაბიტაცია: ერთის მხრივ საბჭოეთიდან მომდინარე დავალებების აღსმსრულებლების მხრიდან და მეორეს მხრივ ბიზნესმენ-მეცნიერების ახლებური მიდგომები ქართული კულტურული ღირებულებების გაუფასურების მიმართ, საქართველოში პოლარიზებული საზოგადოების არსებობის და ქართულისადმი გაუცხოების საფუძველი ძირითადად გაუმართავი იდელოგიის მქონე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინიტროს სისტემაში დევს. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული სამინისტრო, როგორც სახელმწიფოს იდეოლოგიური ბერკეტი, რომელიც ინტელექტუალურ ორიენტაციას უნდა აძლევდეს მომავალ თაობებს, ვალდებულია თავად გაერკვეს ორიენტირებში, როდესაც მხრდაჭერას უცხადებს მოცეკვავე გეი-წყვილების ფილმის გადაღებას, ასევე სქესობრივ ორიეტაციის არჩევითობას – უცხოენოვანი ტექსტის თარგმნითი ნაწილის ფულადი დახმარებით. ამავე დროს იგი წინააღმდეგობაში მოდის იმ გამოწვევების მიმართ, რომლის დროს თავად ევროპელი მეცნიერები მიგვითითებენ ჩვენს უძველესი კულტურის შესახებ. სამეცნიერო მიმოქცევაში მსგავსი თემებისა და ევროპული მეთოდოლოგიის ( ინტერდისციპლინარული კვკევის ანალიზი) გვერდის ავლა უშუალო გავლენას ახდენს სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოების ხარისხზე. მათ შორის გამოვლენილი „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვენელოებში, არქეოლოგიურ მასალასთან დაკავშირებით ინფორმაციის უკიდურესი სიმწირის მიმართ. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ლენინის დეკრეტის საფუძველზე ქართული კულტურის ისტორია უნდა დაწყებულიყო 19 საუკუნიდან. 1943-1956 წლებში ქართულ სკოლებში ისწავლებოდა „ საქართველოს ისტორია“ აკადემიკოსების ს. ჯანაშიას, ივ, ჯავახიშვილისა და ნ. ბერძენიშვილის ავტორობით . 1956 წელს რუსეთის მეცნიერებათ აკადემიის მითითებით აღნიშნული სახელმძღვანელო ქართულ სკოლებში სწავლებიდან ამოღებული იქნა ერთადერთი მიზეზის გამო: სხვაზე დამოკიდებულების იდეოლოგიის დანერგვის პრინციპით ქართველს არ უნდა ცოდნოდა თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სიმართლე. საბჭოეთის იდეოლოგიური კარნახი დღესაც ძალაშია, როდესაც ბერკეტების მქონე მეცნიერთა სპექტრს ქართული აბანის დასაწყისად კვლავ V საუკუნე მიაჩნია და ქართული კულტურის ისტორია ანტიკური პერიოდიდან აქვს განსაზღვრული, რომელიც მიგვანიშნებს შემდეგზე: ქართველების კულტურის ისტორიას არა საკუთარ ფესვებზე ვქმნიდით , არამედ ბერძნულის საფუძველზე. მაშ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ათასწლეულების პერიოდის დიდძალი არქოლოგიური მასალა ვის მივაკუთნოდ? განათლების, მეცნიერების, კულტურის მინისტრის ყოველი ახალის მინისტრის მოსვლის მიუხედავად მდგომარეობა არათუ არ შეცლილა, არამედ პირიქით : მოწმენი გავხდით 2003-2006 წლების „მეცნიერთა და სამეცნიერო სკოლების გრანდიოზულოი ჩარეცხვის“, მომსწრენი გავხდით თავად კულტურის მინისტრის – მიხეილ გიორგაძის და 9 მეცნიერ-ბიზნესმენების დასტურით მსოფლიოში პირველი ოქროსმომპოვებელი მაღაროს – საყდრისის აფეთქების, შემდეგ ძველი წელთაღიცხვის V ათასწლეულის (ურუქის პერიოდის) ბერიკლდეების ტრაქტორით განადგურების, ასევე ძველი წელთაღიცხვის XXI საუკუნით დათარიღებული „გრაკლიანი წარწერის“ ჩამოშლის პროცესის. ვეკითხები განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სამინიტროს, მეცნიეერებათა აკადემიას, ჰუმანიტარული სფეროს კვლევეით ცენტრებს: რატომ დღემდე დუმილის გარეშე გვერდს უვლით ქართული კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში კულტურული კუთვნილების პრობლემას? მაშ ვის გადავაბაროთ ათასწლულების პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა? ამ მიდგომებით სრულ კოლაბსში ვიმყოფებით, რადგან ქართველი მეცნიერებისგან სამეცნიერო კვლევების საკვანძო საკითხების შეუფასებლობის გამო , საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევა კვლავ იმ საბჭოთა რეჟიმის ინფორმაციას იყენებს, რომლის დროს კავკასიისა და მსოფლიო კულტურის ისტორიაში ქართველური კომპონენტის მონაწილეობა უგულველყოფილია. რა ახსნა შეიძლება გამოინახოს, როდესაც დღემდე ( მეღვინეობის გარდა) კულტურული მემკვიდრეობის არც ერთი დარგში მონოგრაფიული შეფასებული არ არის. მათ შორის მიწათმოქმედება, რომლიც თანამედროვე რეალობის უმწავავესი პრობლემაა. რა პასუხის იძლევა სამინიტრო, როდესაც ტენდენცია მიმდინარეობს ძველი ქართული მწერლობის ლიტერატურული ტექსტების დამახინჯების , გამარტივების გზით, ასევე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მონოგრაფიულ გამოცემის არ არსებობის პირობებში, აფხაზეთის უნივერსიტეტში აფხაზეთის პრობლემის კავკასიის კონტექსტში განხილვის სანაცვლოდ კოსმეტიკური პროქტებით გააქტიურებისას და თანდათან შემოპარული ლგბტ-ს მხარდამჭერი თემათიკა. ყველაფერი ერთად აღირებულის პასუხია – ღირებულებების გაუფასურების მზარდი ტენდენცია. დღეევანდელმა საინტერნესო სივრცის შესაძლებლობებმა სხვა რეალობა დაგვანახა , გაუმართავი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და არაადეკვატურია იმ რეალობის მიმართ, როდესაც სწორედ ის უნდა გახდეს ახალგაზრდებში საკუთარი ღირებებულების გათავისების მიმართ მასტიმულირებელი ბერკეტი. აქედან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურის სამინიტრომ ( შესაბამისს ორგანიზაციებთან ერთად) უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია – შექმნას მყარი საფუძველი სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემის გამართვისათვის, რომელიც პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრივი სტრატეგიის – განათლების სფეროსადმი მაქსიმალური ხელშეწყობის დევიზით.
მარინე ცინცაბაძე
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი