ზაქარია ფალიაშვილი სხვა რაკურსით – „აბესალომ და ეთერის“ პოპულარული თემების ტრანსკრიფციები, კონცერტი და ნოტის პრეზენტაცია
24 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ზაქარია ფალიაშვილი სხვა რაკურსით იქნება წარმოდგენილი – ეს იქნება კონცერტი და ნოტის პრეზენტაცია ოპერა „აბესალომ და ეთერიდან“, პოპულარული თემების ტრანსკრიფციებით.
პროექტის ხელმძღვანელი და ტრანსკრიფციების ავტორია ნინო ჯანჯღავა.
მისი ინფორმაციით, პროექტი შეიქმნა ქართული პროფესიული მუსიკის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციის მიზნით. ზაქარია ფალიაშვილის მომაჯადოებელი მუსიკის მოსმენა და შესრულება ახლა უკვე შესაძლებელი იქნება კამერული მუსიკის კონცერტებზეც.
„საკონცერტო შესრულებასთან ერთად დამზადდა და გამოიცა პარტიტურა და პარტიები, რომლებიც გადაეცემათ პროფესიულ მუსიკალურ სასწავლებლებს.
გაკეთდა შემდეგი მუსიკალური ნომრის ტრანსკრიფცია, მათ შორის: „წამწამსა და წამწამს შუა“, „ლეკური“, „მურმანის არია“, „მარიხის კანცონეტა“, საქორწინო სვლა“, „ქართველო ხელი ხმალს იკარ“, „ეთერის არია“, „აბესალომ და მურმანისდუეტი“, „მონადირეთა გუნდი“.
ზაქარია ფალიაშვილის კამერული ვერსიების შექმნამ კიდევ უფრო გამოკვეთა ამ მუსიკის სიღრმე, გამოაჩინა ის უნატიფესი კონტრაპუნქტი, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მის მუსიკალურ არსს.
პროექტის შემსრულებლები გახლავთ კონსერვატორიის სტუდენტები, რომლებიც დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით მოეკიდნენ საქმეს.
დასწრება დასწრებაზეა, ვინაიდან კონცერტი მცირე დარბაზშია“, – აღნიშნავს ნინო ჯანჯღავა.