ზელენსკი: ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობისთვის საფასურს გადაიხდის

ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობისთვის საფასურს გადაიხდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„ლუკაშენკო არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან მან მედიაში რაღაც ძალიან ბევრი ლაპარაკი დაიწყო და აჩვენებს, როგორი კეთილია ჩვენი ერის მიმართ. მისი სიკეთე, რომელიც დილის ოთხზე რაკეტებით მოვიდა ჩვენთან, არ გვჭირდება. თუ ის ფიქრობს, რომ თავისი სიტყვებით ცოტა წაშალოს ჩვენი მეხსიერება… ჩვენ ახალგაზრდა ხალხი ვართ, ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს. ის მაინც გადაიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, კონკრეტულად კი – დაუშვა თავისი ტერიტორიიდან შეტევა. არავინ არ დაივიწყებს ამას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები