ვიქტორ ორბანი: უკრაინისთვის გამარჯვება სასწაული იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მიიჩნევს, რომ ვიქტორ ორბანი ძალიან კარგად იცნობს ვლადიმერ პუტინს.

„ვფიქრობ, ვიქტორი გრძნობს, რომ ამ ომს არც თუ ისე შორეულ მომავალში დავასრულებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ორბანის თქმით, ერთადერთი პრო-სამშვიდობო მთავრობა არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და პატარა უნგრეთი ევროპაში.

„პრობლემა ის არის, რომ პრეზიდენტს [ტრამპს] აქვს უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც უბრალოდ ბრწყინვალე და ძალიან პოზიტიურია ევროპის კონტინენტისა და ევროპის ყველა ხალხისთვის.

მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ ვართ გაერთიანებულნი, რადგან ბრიუსელს და ევროპელებს ომის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვთ. ასე რომ, ერთადერთი პრო-სამშვიდობო მთავრობა არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და პატარა უნგრეთი ევროპაში. ყველა სხვა მთავრობას ურჩევნია ომის გაგრძელება, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ტრამპმა ორბანს მიმართა და ჰკითხა, იტყვის თუ არა, რომ უკრაინას არ შეუძლია ომში გამარჯვება.

„იცით, [ეს] სასწაული შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა ორბანმა.

„ჰო, მართალია“, – უპასუხა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები