აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსული ნავთობისა და გაზის სანქციებისგან უნგრეთის გათავისუფლების შესაძლებლობას „განიხილავს“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განვიხილავთ, რადგან მისთვის ძალიან რთულია ნავთობისა და გაზის სხვა ტერიტორიებიდან მოპოვება. როგორც იცით, ისინი ზღვაზე გასასვლელის არმქონე არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, დიდი ქვეყანა, მაგრამ ზღვაზე გასასვლელის არმქონე. მათ პორტები არ აქვთ. ამიტომ მათ რთული პრობლემა აქვთ“, – აღნიშნა ტრამპმა.