ახლად გათავისუფლებული ისრაელელი მძევალი აცხადებს, რომ ტყვეობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულმა ისრაელელმა მძევალმა განაცხადა, რომ ღაზაში ტყვეობაში ყოფნისას მასზე „საშინელი“ და დამამცირებელი სექსუალური ძალადობა განხორციელდა,- ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

ბრასლავსკიმ განაცხადა, რომ პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტყვეობაში ყოფნისას იგი გააშიშვლეს და შეკრეს.

ის პირველი მამაკაცი მძევალია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ტყვეობაში ყოფნისას მასზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა.

„მათ გამხადეს ტანსაცმელი, ყველაფერი. დამაბეს. როდესაც სრულიად შიშველი ვიყავი, გავფითრდი. საჭმლის გარეშე ვკვდებოდი. ღმერთს ვთხოვდი, გადავერჩინე..“ – თქვა 21 წლის ბრასლავსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ეს „ცალსახად“ სექსუალური ძალადობა იყო.

„ეს სექსუალური ძალადობაა და მისი მთავარი მიზანი ჩემი დამცირება, ჩემი ღირსების შელახვა იყო და სწორედ ეს გააკეთეს მათ“, – თქვა ბრასლავსკიმ.

ბრასლავსკი გასულ თვეში ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ორ წელზე მეტი ხნის ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებულ ბოლო 20 ცოცხალ მძევალს შორის იყო. იგი ღაზაში მოქმედი პალესტინური მებრძოლი დაჯგუფების, ჰამასთან მოკავშირე „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ ხელში იმყოფებოდა, რომელსაც ომის დროს ისრაელელი მძევლებიც ჰყავდა.
მისწერეთ კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები