ტრამპი: მინდა, რომ პუტინთან შეხვედრა ბუდაპეშტში ჩატარდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ბუდაპეშტში შედგეს.

„მინდა შეხვედრის ჩატარება უნგრეთში, ბუდაპეშტში. მაშინ არ მინდოდა ამ შეხვედრის ჩატარება, რადგან არ ვფიქრობდი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მოხდებოდა. მაგრამ თუ ჩავატარებთ, მინდა, რომ ის ბუდაპეშტში ჩატარდეს. დიახ, ეს კარგი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები