კობა კობალაძე: ჩვენს გუნდს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუცილებია

 

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენს გუნდს არ აუცილებია – გადადგა უმაღლესი თანამდებობის პირი, უფლებამოსილება მოიხსნა დეპუტატმა, რომელიც იყო ამ თემის ორგანიზატორი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, კობა კობალაძემ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც სიტუაციის ესკალაციას საფუძველი ჩაუყარეს.
„არავისზე ნაკლებად შეურაცხყოფილები არ ვართ ჩვენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შემადგენლობა, როდესაც ერთ-ერთ უმაღლესი თანამდებობის პირის, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ადგილას ვიხილეთ ჩვენი მოწინააღმდეგე და აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ შესაბამისი შეფასება და განცხადებები ამას მივუძღვენით და გავაკეთეთ, მაგრამ ეს არანაირად ნიშნავს და არ არის იმის საფუძველი, რომ ის წავიდა, თავის გზას ეწია და ჩვენ ახლა ერთმანეთს თავ-პირი ვალეწოთ და, რეალურად, ქვეყანა დავანგრიოთ სხვადასხვა არსებითი თუ არარსებული მიზეზით. მინდა, გამოვეხმაურო ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს, მათ ჯანსაღ პროტესტს, რაც რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტში ფორუმის გახსნისას მოყვა. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენს გუნდს არ აუცილებია და ბოლომდე ზღო. გადადგა უმაღლესი თანამდებობის პირი, უფლებამოსილება მოიხსნა დეპუტატმა, რომელიც იყო ამ თემის ორგანიზატორი. ამავე დროს, ამ პროცესის სამართლებრივი შეფასება მიმდინარეობს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენ პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი ქმედება იყო უდავოდ ლეგიტიმური. თუ იყო გადაცდომა მათ ქმედებაში (რა თქმა უნდა, მე ვუყურებ, რომ რაღაც გადაცდომები იყო), ამაზე შესაბამისი შეფასებები მოხდება, მაგრამ ერთი წამით თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ, რომ შემოვარდნილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რას გამოიწვევდა და რა პროცესები მოჰყვებოდა ამას ქვეყანაში. მე გთხოვთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოპონენტებს აქვს ამის დიდი გამოცდილება, როდესაც თავიანთ გარკვეულ ისტორიულ ფონზე წამოიკიდებენ სხვადასხვა შემადგენლობას, მათ შორის, ახალგაზრდებს, შეაზილავენ კონკრეტულ კრიზისულ სიტუაციას მიატოვებენ და მერე დამრიგებლების ტონით გვესაუბრებიან აქ. რომელი ერთი გავიხსენო ? რომელ მეგობრობაზეა საუბარი რუსეთის ფედერაციასთან, თან ვისგან არის საუბარი? რომელ შედარებებზეა საუბარი 7 ნოემბრისა და 26 მაისის? დავეთანხმები ჩემს მეგობრებს და არცერთი ფოთოლი იყო შერხეული იმ საპროტესტო აქციებზე, მაგრამ ჩვენ 20 ივნისის დინამიკა რომ გავიხსენოთ, აღმოვაჩენთ იმას, რომ რამდენიმე ტალღა იყო – იერიში მიტანილი პირდაპირ კორდონზე, რამდენიმე ათეული სამართალდამცავი იყო გატაცებული რიგიდან, რამდენიმე კი არა 97 სამართალდამცავია დაზარალებული. მათ შორის ერთ-ერთს მხედველობის 85% დაკარგული აქვს. უდიდესი ტკივილია ჩვენთვის იმ ახალგაზრდობის დაზიანება, დიდი ტკივილია, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ ამ თემისა და ერთი რამეა, კონკრეტულად პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინ ჩაუყარა საფუძველი ამ არეულობის ინსცენირებას“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები