,,საბაობა 2019“-ის ფარგლებში, ბოლნისში, თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და ,,ქართულ ხმების“ კონცერტი გაიმართა

0

სულხან-საბა ორბელიანის 361-ე იუბილესთან დაკავშირებით, 22 ივნისს, ბოლნისის კულტურის სახლში თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და ანსამბლ ,,ქართული ხმების“ კონცერტი ჩატარდა .
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუსიკოსები ბოლნისს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში სტუმრობდნენ. ბიგ-ბენდის სოლისტებმა: მაია ბარათაშვილმა, მარიკო ებრალიძემ, ნესტან ჯიბლაძემ, ნინი გველესიანმა, ზაურ შავგულიძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, ვასილ დოლიძემ, თემო საჯაიამ და“ქართულმა ხმებმა“ ბოლნისელ მსმენელს ქართული ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები, ქართული საესტრადო და მსოფლიო ჰიტები შესთავაზეს. არტისტებმა მაყურებლისგან დიდი ოვაციები დაიმსახურეს.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

კომენტარები

კომენტარი