სერგეი გავრილოვი: სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები, ამ შემთხვევაში იქ დამსვეს

“სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები”, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, სერგეი გავრილოვმა გამოცემა „კომერსანტთან“ საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მას ზუსტად ამ ადგილზე დაჯდომა შესთავაზეს.
„ამ საკითხზე ყველაფერი გარკვეული იყო. სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები“, – აცხადებს გავრილოვი და აღნიშნავს, რომ, პროტოკოლის თანახმად, ამ ადგილს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე იკავებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი – თავად ის.
სერგეი გავრილოვის თქმით, მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა საბერძნეთშიც, ლიბანსა და სხვა ქვეყნებშიც.
„რა თქმა უნდა, მზად ვარ, ვიმუშაო დამატებულ სკამზეც. გულწრფელად რომ ვთქვა, მოკრძალებული პიროვნება ვარ; სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები. ამ შემთხვევაში იქ დამსვეს”, – აღნიშნავს გავრილოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები