ამერიკელი კომიქს-არტისტი დევიდ მაკი სამხატვრო აკადემიას ესტუმრება

17 ივნისს, 16:00 საათზე, ამერიკელი კომიქს-არტისტი დევიდ მაკი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩაატარებს უორკშოპს თემაზე: „კომიქსი, ამბის თანამიმდევრული თხრობის სეკვენციური ხელოვნება“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დევიდ მაკი „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ყველაზე გაყიდვადი გრაფიკული ნოველის, კაბუკის ავტორია.
დევიდ მაკის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს ინიციატივით.
დევიდ მაკის კომიქსები და წიგნები, რომელიც მან აკადემიას უსახსოვრა, ხელმისაწვდომია თსს აკადემიის ბიბლიოთეკაში.
მის:  ძმები ზუბალაშვილების #47, მესამე სართული, 306-ე დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები