ხარაგაულსა და ჭუბერში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ხარაგაულში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ლევნულა ადიდდა და სოფელ ლეღვანში 400-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხარაგაულში დილიდან გამოიდარა, მდინარეში წყლის დონემ არ დაიკლო. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ლეღვანი, ასევე სოფელი დიდვაკე. მდინარე ლეღვნულას ადიდების შედეგად, წყალმა ჩაანგრია სოფელში შესასვლელი გზა. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა სახნავ-სათესი მიწები, შინაური ცხოველები და ფრინველი.

სტიქიის შედეგებს ებრძვიან სვანეთშიც. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ გზები და ხიდები წაიღო.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობს მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს კალაპოტის გაფართოება, რის შემდეგაც მისი გაწმენდა უნდა დაიწყოს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაპირსამაგრებს მდინარემ ძირი გამოურეცხა და რამდენიმე ადგილას გაარღვია. ადიდებულმა მდინარემ გუშინ ჭუბერში პაპალარას, დევრულას და ტიტას ხიდები წაიღო, გარე სამყაროს მოწყვეტილია სამი სოფელი, ხეობაში ჩარჩნენ ”ნენსკრაჰესის” თანამშრომლებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები