სამხედრო გადატრიალება სუდანში – ნილოსიდან 40 ცხედარი ამოიტანეს

სუდანში, მდინარე ნილოსიდან 40 ცხედარი ამოიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცხედრები, სავარაუდოდ, იმ ოპოზიციონერებისაა, რომელთა წინააღმდეგაც სამხედრო ძალა გამოიყენეს. ოპოზიციის აქციის დაშლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სუდანში 100 მიაღწია. სუდანის მმართველმა დროებითმა სამხედრო საბჭომ განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებს და დამნაშავეები დაისჯებიან.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ქუჩაში გასვლის ეშინია, რადგან დედაქალაქში შეიარაღებული ჯგუფები პატრულირებენ.

სუდანში, მაისში, სამხედრო გადატრიალება მოხდა. შედეგად ქვეყანას სამხედრო საბჭო ჩაუდგა სათავეში. თავდაპირველად ოპოზიცია სამხედროების სამწლიან მმართველობას დათანხმდა. თუმცა, 4 ივნისს სამხედრო საბჭომ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკება შეწყდა და არჩევნები სუდანში ცხრა თვეში უნდა გაიმართოს. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ოპოზიციამ მჯდომარე აქცია გამართა და სამოქალაქო მმართველობა მოითხოვა, თუმცა მათ სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები