ჩინეთის ლიდერი რუსეთთან ურთიერთობაზე: იქნება მხოლოდ უკეთესი და უკეთესი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, სი ძინპინი რუსეთთან ურთიერთობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება. მისი თქმით, მთელი ისტორიის მანძილზე დღესდღეობით ორი ქვეყნის ურთიერთობა ყველაზე მყარია.
“ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების ზღვარი არ არსებობს. იქნება მხოლოდ უკეთესი და უკეთესი. მე ვიმედოვნებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ, დიდ წარმატებებს ემსახურება”, – განაცხადა სი ძინპინმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას.
პუტინის თქმით კი რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია.
ჩინეთის უვადო მმართველი, სი ძინპინი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ვლადიმირ პუტინს უკვე შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები