თამარ ჩუგოშვილი: წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რეზოლუცია საქართველოსთან ერთად 44-მა ქვეყანამ დააინიცირა

„რეზოლუცია საქართველოსთან ერთად 44-მა ქვეყანამ დააინიცირა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მივაღწიოთ დევნილების ღირსეულ დაბრუნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, კერძოდ ის, რომ 45 ქვეყანამ ერთად დააინიცირა ეს რეზოლუცია. შესაბამისად, არა მხოლოდ საქართველოა ავტორი და ლობისტი ამ რეზოლუციისა, არამედ საქართველოსთან ერთად 44 სხვა ქვეყანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, მივაღწიოთ ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირების, დევნილების ღირსეულ დაბრუნებას“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, –  დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და აშშ მუდმივად მუშაობს გაერო-სთან საკითხის მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები