დავით ჭიჭინაძე: უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური ჩართულობა შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის კვლავ პრობლემა გახდეს

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვება, რაც, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის კვლავ პრობლემა გახდეს. მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის სურვილი ჰქონდა, ამისათვის მას დიდი დრო ჰქონდა.
„საქართველოში მიხეილ სააკაშვილის თემამ ერთი ფურცელი კიდევ გადაფურცლა. თუ „ქართულ ოცნებას“ სურვილი ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილს პასუხი ეგო, მას ძალიან დიდი დრო ჰქონდა -. პრაქტიკულად, ექვსი წელი. ამ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ კოსტიუმების თუ ტანსაცმლის საქმეზე წაუყენეს ბრალი, მეტი არაფერი. სხვა ბრალს ან არ უყენებენ, ან თვითონაც დარწმუნებულები არ არიან, რომ სხვა საქმეებში თავადაც არ მონაწილეობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრი ყოფილი ოდიოზური ფიგურა დღეს „ქართულ ოცნებაშია“ მოკალათებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეშინიათ, ბრალის წარდგენა მათზეც არ მოხდეს.
სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. შეიძლება, ხვალ თუ ზეგ სააკაშვილის ფაქტორი ისევ გახდეს ჩვენს ქვეყნებს შორის პრობლემა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები