გია ვოლსკი: ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, მათ კანდიდატ შალვა შავგულიძეს პოლიტიკური ამნეზია დაემართა

„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ოპოზიცია, მათ კანდიდატ შალვა შავგულიძეს პოლიტიკური ამნეზია დაემართა“,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებას.
მისი თქმით, კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებით კანონი არსებობს და ოპოზიციას შეუძლია, ამ კანონის აღსრულებაზე სტატისტიკა ამოიღოს.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ოპოზიცია. მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე გამოდის ზნეობისა და კანონის საწინააღმდეგოდ და პოლიტიკური ამნეზია დაემართა. თითქოს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ქმნიდნენ დანაშაულებრივ სქემას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, წესიერი ხალხი არიან და საზოგადოების ყურადღება უნდა გადაიტანონ იმისკენ, თითქოსდა კრიმინალური ავტორიტეტები სადღაც მონაწილეობენ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებით კანონი არსებობს და ამ კანონის აღსრულებაზე შეგიძლიათ, სტატისტიკა ამოიღოთ. ეს ერთადერთი პასუხია. თემის გადაფარვა რომ აშკარად მიმდინარეობს, ეს ფაქტია“, – აცხადებს გია ვოლსკი.
ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდის ფუნდამენტური სტრატეგიაა, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების წყალობით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები