პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდი განალაგა – პილოტები საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებენ
პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში უმსხვილესი ავიამზიდი – “აბრაამ ლინკოლნი” განალაგა. ავიამზიდი ირანის სანაპიროს მახლობლად იმყოფება და სამხედრო მანევრებს ატარებს. საჰაერო ძალების პილოტები B52-ის ტიპის მოიერიშეებით საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებენ.
უმსხვილესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის გაფრთხილების მიზნით მას შემდეგ გაგზავნა, რაც ამერიკულმა სამხედრო დაზვერვამ თეირანის მხრიდან ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. ირანში სპეცსამსახურების მოხსენებას სიცრუე უწოდეს და აშშ ინფორმაციის გაყალბებაში დაადანაშაულეს.