არჩილ თალაკვაძე: საქართველოს მომავლის გეგმებში მიხეილ სააკაშვილი არ შედის

„საქართველოს პრეზიდენტს ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს და მომავალში კიდევ უფრო პოზიტიურ თანამშრომლობას ველოდებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მომავლის გეგმებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შედის.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მომავალში კიდევ უფრო პოზიტიურ თანამშრომლობას ველოდებით. მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად გარკვეული აქტივობა სჭირდება და „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ მისი პიარსამსახურის ფუნქცია შეითავსოს. მამუკა ბახტაძე ცდილობს, რომ მისი საერთაშორისო კონტაქტები ქვეყანასა და მთავრობის წარმატებას მოახმაროს. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ჩააბარა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. მთავარია მომავალი და ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ამ გეგმებში მიხეილ სააკაშვილი არ არის”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები