დონალდ ტრამპი: კორუმპირებული მედიის გამო, ჩემი რეიტინგი დაბალია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავისი რეიტინგის სიმცირეს მედიას აბრალებს.
“კორუმპირებული მედიის გამო, ჩემი რეიტინგი დაბალია”, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე.
„ტოტალურად კორუმპირებული მედია ნაკლებად კორუმპირებული რომ ყოფილიყო, ჩემი რეიტინგი, მინიმუმ, 15 ქულით მეტი იქნებოდა, რაც ეკონომიკაში ჩვენი გრანდიოზული წარმატების დამსახურებაა. ეს შედეგი შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში საუკეთესოც კია. ხოლო თუ კორუმპირებული მედია იქნება სამართლიანი, მაშინ ჩემი რეიტინგი 25 ქულით მეტი იქნებოდა. მიუხედავად ყალბი ამბებისა, ჩვენ კარგად ვმუშაობთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები