Freedom House: საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები, მაგრამ კვლავ ბევრი გამოწვევა აქვს

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზის“ ერთ-ერთი დირექტორის კვლევისა და ანალიზის მიმართულებით – სარა რეპუჩის თქმით, საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები აქვს. თუმცა, როგორც მან „ფრიდომ ჰაუზის“ ახალ ანგარიშზე “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეებია მიმოხილული, ჩვენს ქვეყანას კვლავ ბევრი გამოწვევა აქვს.
„საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები აქვს. რეალურად, ჩვენი რეიტინგებით, ის ევრაზიის რეგიონში საუკეთესოა, მაგრამ კვლავ აქვს ბევრი გამოწვევა და გლობალური მასშტაბით საშუალო შედეგებს აჩვენებს. ვფიქრობ, საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე; მეორე კი კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას, იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სარა რეპუჩი.
ანგარიშის თანახმად, იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც „ფრიდომ ჰაუზი“ თავისუფალ ქვეყნებს მიაკუთვნებს, 19 % ში (16 ქვეყანაში) ბოლო 5 წელიწადში მედიათავისუფლება შემცირდა.
​ასევე, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან დემოკრატიებს შორის ზოგიერთში პოპულისტი ლიდერები ცდილობენ მედიის დამოუკიდებლობაზე ზეწოლას. ავტორები აღნიშნავენ, რომ გლობალურად მედიის თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხეები რეალურია და შემაშფოთებელია, თუმცა ყველაზე მეტად საშიშია მათი გავლენა დემოკრატიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები