ზელენსკი: უბრალოდ, სააკაშვილს პასპორტი დავუბრუნე, სულ ეს იყო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური გეგემები  აქვს.
„არა, პოლიტიკური გეგმები არ არის. გეგმები იყო მარტივი და ადამიანური. მე პრესას დავპირდი, ვთქვი და მიმაჩნია, რომ მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს და, უბრალოდ, დავუბრუნე, სულ ეს იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს აღუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები