ევროკავშირში აშშ-ის ელჩი მამუკა ბახტაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის

ევროკავშირში აშშ-ის ელჩი, გორდონ სონდლენდი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის.
„გასულ ღამეს მქონდა პატივი, მემასპინძლა საზეიმო ვახშმისთვის, რომელმაც შეკრიბა ევროპის რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიდერი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, რათა მეტად გაგვეძლიერებინა აშშ-ევროპის ისედაც უმნიშვნელოვანესი პარტნიორობა“, – წერს ევროკავშირში აშშ-ის ელჩი, გორდონ სონდლენდი „ტვიტერში“ და მიწვეულ სტუმრებს, მათ შორის, საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში აშშ-ის ელჩთან ვახშამზე საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად იმყოფებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი – ვლადიმირ ზელენსკი, რუმინეთის პრემიერმინისტრი  – ვიორიკა დენჩილა, პოლონეთის პრეზიდენტი – ანჟეი დუდა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი – ანტონიო ტაიანი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი და უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – ფედერიკა მოგერინი, ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე და მრჩეველი – ჯარედ კუშნერი და აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი – რიკ პერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები