მალხაზ მაჩალიკაშვილი: 10 თვე ხდება, ჩემი საქმისთვის ვიბრძვი მარტო, ზაზა სარალიძის გარეშე(ვიდეო)

“მიხარია, რომ ზაზა კმაყოფილია, რადგან მან მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდებოდა. უკვე 10 თვე ხდება, ჩემი საქმისთვის ვიბრძვი მარტო, ზაზას გარეშე”, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “პრაიმ ტაიმთან” საუბარში განაცხადა.
მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის მიმართ რაიმე წყენა არ აქვს.
“მე და ზაზამ ვიბრძოლეთ მისი საქმის, ჩემი საქმის გულისთვის. ამას მთელი ქვეყანა ხედავდა 6 თვის განმავლობაში. მიხარია, რომ ზაზა კმაყოფილია, რადგან მან მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდებოდა. უკვე 10 თვე ხდება, ჩემი საქმისთვის ვიბრძვი მარტო, ზაზას გარეშე… ყველაფერს მივხვდი, როცა ზაზა მეორედ დაიბარეს პატრიარქთან. ვიცოდი, რომ ეს შედეგი, დღევანდელი შედეგი დაიდებოდა.. მე იმ 6 თვის შემდეგ ზაზა სარალიძის მხარდაჭერა არ მქონია. ზაზას მხრივ უკმაყოფილო არ ვარ. ჩვენ შორის რაიმე წყენა არ ყოფილა. უბრალოდ, აქ რა მოხდა და რა ხდება, ის თავად ზაზა სარალიძემ იცის”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები