გია ვოლსკი: ირინა ენუქიძის გარდაცვალების შემდგომ, 7 თვეს ვერ იპოვეს შალვა შავგულიძე, სად იყო ის?

„ფასეულობები ერთი აქვთ ამ გუნდსა და შალვა შავგულიძეს“, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პირისპირის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, როდესაც ირინა ენუქიძე გარდაიცვალა და მას უნდა ჩანაცვლებოდა ვინმე, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგში გამოვიდოდა, შალვა შავგულიძე 7 თვეს ვერ იპოვეს და მხოლოდ 7 თვის მერე გამოჩნდა.
„დიდია უზნეობა ამ ნაბიჯისა და გირგვლიანის საქმის ადვოკატის ამ გუნდთან გაერთიანება, ძალიან დიდ ტყუილს რომ გეუბნებიან და შეიძლება, ძალიან ბევრი შეცდომაში შევიდეს. ფასეულობები ერთი აქვთ ამ გუნდსა და შალვა შავგულიძეს. მე იურისტი არ ვარ, კარგად ჩავიხედე საკითხებში, რომლებისთვისაც ადრე ყურადღება არ მიმიქცევია. 2007 წელს, როდესაც ირინა ენუქიძე გარდაიცვალა, მას უნდა ჩანაცვლებოდა ვინმე, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვიდოდა სტრასბურგში. 7 თვე ვერ იპოვეს და მხოლოდ 7 თვის მერე გამოჩნდა ოჯახის ადვოკატი, შალვა შავგულიძე. სად იყო ის? ბევრჯერ შეახსენეს და მან კარგად იცის ეს. როგორც გაირკვა, შალვა შავგულიძემ არც უცხო ენა იცოდა და არც სხვა ადვოკატი ჰყავდა შესაბამისი კვალიფიკაციისა, რომ ამ საქმეს გაძღოლოდა. ასე რომ, აქ სამართლებრივი საკითხებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას პოლიტიკაში, ალბათ, უზნეობა ჰქვია. არ ვიცი, რა დავარქვა, მე თვითონ ვარ უხერხულ მდგომარეობაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები