კიევის მერი მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას სთავაზობს

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის – “უდარის” ხელმძღვანელობა შესთავაზა.
მან აღნიშნულის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისივე თქმით, იგი უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები