ვლადიმერ ზელენსკი მამუკა ბახტაძეზე: ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრას ადასტურებს. შესაბამისი კომენტარი მან ქართველ ჟურნალისტებთან ბრიუსელში გააკეთა.
“დიახ, ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოსა და უკრაინაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე – აპირებს თუ არა, უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, მან შემდეგი პასუხი გასცა – “რატომაც არა. დიახ. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები