ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საკითხზე: ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ კერძო ინიციატივებისა და იმპროვიზაციებისგან

“ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ კერძო ინიციატივებისა და იმპროვიზაციებისგან. ეს ის საკითხია, რომელიც ორ მეგობარ ქვეყანას შორის უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა პრემიერთან შეთანხმებული პრეზიდენტის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებული განცხადებები – კობახიძე აღნიშნავს, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის ხაზგასმა ვერ მიიჩნევა რამე პრობლემად.
„თემა რომ რთულია, ისიც ცხადყოფს, რომ 30 წელი ვერ მოხერხდა ამ საქმის ბოლომდე
მიყვანა. იგივეა აზერბაიჯანის შემთხვევაში. დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის ხაზგასმა ვერ მიიჩნევა რამე პრობლემად. მთავარია, რომ ამას შემდეგ არ მოჰყვეს პროვოკაციული ნაბიჯები. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ კერძო ინიციატივებისა და იმპროვიზაციებისგან. ეს ის საკითხია, რომელიც ორ მეგობარ ქვეყანას შორის უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე. ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვა ისეთი ნაბიჯები სხვადასხვა მხრიდან, რამაც, სამწუხაროდ, ვითარების გამწვავება განაპირობა და ეს მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიულია. ყველაფერი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონეზე უნდა დარჩეს. ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები