ირაკლი კობახიძე: მესამე წელია, პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, სამი წელია, მივდივარ და ვერ წავედი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან მისი შესაძლო წასვლისა და სასამართლო ხელისუფლებაში გადანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
კობახიძის თქმით, მასთან დაკავშირებით მსგავსი ინფორმაციები პერიოდულად ვრცელდება, თუმცა, როგორც წესი, არ მართლდება.
„ ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი 2014 წლის დეკემბერში გავხდი, მას შემდეგ, ორი წლის მანძილზე თანამდებობიდან მხსნიდნენ და არ მოვიხსენი. მესამე წელია, პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, სამი წელია, მივდივარ და ვერ წავედი. მდგომარეობა ასეთია და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. თეორიულ მსჯელობაში ვერ შევალ, დღეს მაქსიმალურად კონცენტრირებული იმ საქმეზე ვართ, რასაც ვაკეთებთ, ეს არის საპარლამენტო მუშაობა. მნიშვნელოვანი სესია გვაქვს, რომელიც ივნისში დასრულდება. შემდეგ ივლისში, სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა მოგვიწევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები