ირაკლი კობახიძე ოპონენტებს პასუხობს – „კონკრეტული ფაქტი დაასახელეთ“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპონენტებს პასუხობს და მოუწოდებს, რომ კონკრეტული ფაქტი დაასახელონ.
მისივე თქმით, მას სპეკულაციებზე საუბარი არ სურს.
„ყველა არჩევნების წინ მიჩვეული ვართ, ერთი და იმავე სცენარი მეორდება. საუბარია ერთსა და იმავე ბრალდებებზე, რომლებსაც საფუძველი არ აქვს. რამე ფაქტი დაასახელონ. რაც შეეხება იმას, კრიმინალები არიან, ძველი ბიჭები, შავები თუ რაც ჰქვიათ – ვის აქვს მათთან მთაწმინდაზე კავშირი, შეგიძლიათ, მოიკითხოთ, მინიშნების მიხედვით თავად მიხვდებით. დანარჩენი არის სპეკულაციები და საუბარი არ ღირს. ჩვენს ოპონენტ პოლიტიკურ ძალას აქვს კავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ დღეს განაცხადა, რომ „ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები