ავსტრალიაში მასობრივი სროლისას 4 ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიის ქალაქ დარვინში უცნობმა პირმა სასტუმრო “პალმში” ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი სასტუმროში ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა და სტუმრების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცმა მინიმუმ 20 გასროლა განახორციელა და 5 ადამიანი დაჭრა.
ადგილობრივმა პოლიციამ ცხელ კვალზე 45 წლის მამაკაცი დააკავა. 4 ადამიანის მკვლელობის მიზეზი და მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები