დონალდ ტრამპი და ვლადიმირ ზელენსკი ერთმანეთს დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი – ვლადიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი ერთმანეთს, სავარაუდოდ, დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ შეხვდებიან. სამიტი 28-29 ივნისს იაპონიაში ჩატარდება.
შეხვედრის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით  უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ბორის ტიზენგაუზენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.  მისი თქმით, ის, რომ ტრამპმა პირველმა მიიწვია ზელენსკი ვაშინგტონში, ნდობის ერთგვარი ნიშანია.
G20-ის სამიტზე დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები