ვოლსკი ოპოზიციის ბრალდებებზე: “ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ადამიანს შეუძლია, გადაწყვეტილება ისე მიიღოს, არ ეშინოდეს

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის ზეწოლის თაობაზე „ევროპული საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა
ვოლსკის თქმით, თუ “ევროპულ საქართველოს” მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალურია, მათ კონკრეტული შემთხვევები და გვარები უნდა დაასახელონ.
“ბანერების ჩამოხსნა მართლაც რომ ხდებოდეს, ადამიანი სახლიდან რომ გამოვა, შალვა შავგულიძის ბანერს თუ ვერ დაინახავს, პოლიტიკურ დამოკიდებულებას შეიცვლის? რომელი პარტია გადაწყვეტს, გიგა ბოკერია ბანერების ჩამოხსნაზე ალაპარაკოს? „ქართულმა ოცნებამ“ რაც მოიტანა, ის არის, რომ ადამიანს შეუძლია, გადაწყვეტილება ისე მიიღოს, არ ეშინოდეს. მოვისმინე ისიც, რომ ვიღაც მკვლელი ყოფილა, რომლის ოჯახის ხმას „ქართულ ოცნებას“ თუ მისცემს, გაათავისუფლებენ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?… კრიმინალების თემა ყბადაღებული ბოკერიას ხელისუფლების პერიოდში იყო და თუ ახლა რაიმე მაგალითი იციან, გვარი დაასახელონ და კონკრეტული შემთხვევა თქვან, რაც ძალოვანებისთვის კარგი იქნება, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლა ხდება ოქროყანაშიც. ადგილობრივებს ჰპირდებიან, რომ ლადო კახაძისთვის ხმების მობილიზების სანაცვლოდ სამი წლის წინ განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დავით ციხელაშვილს გაათავისუფლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები