გიგა ბოკერია: მთაწმინდაზე ამომრჩეველზე ზეწოლა მიმდინარეობს

“შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლა ხდება ოქროყანაშიც. ადგილობრივებს ჰპირდებიან, რომ ლადო კახაძისთვის ხმების მობილიზების სანაცვლოდ სამი წლის წინ განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დავით ციხელაშვილს გაათავისუფლებენ.
„უკვე მესამე არჩევნებია, ხალხს ჰპირდებიან – ეს არის ვინმე ლევან თოფურიძე, მეტსახელად “კალაბოკა”, რომელიც მთავრობის სახელით ჰპირდება, რომ ამ პირს გამოუშვებენ ციხიდან, თუ ხმებს უზრუნველყოფენ. ესეც ძალიან უზნეო საქციელია“, – აცხადებს ბოკერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები