ქაბულში, ავტობუსის აფეთქების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსის აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა ათი ადამიანი.
ამ დროისთვის, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
2 ივნისს ქაბულში ავტობუსი ააფეთქეს, რომლითაც სტუდენტები მგზავრობდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 24 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.