ლადო კახაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ, აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს.
დღეს მმართველი გუნდის კანდიდატი იმყოფებოდა ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც ამომრჩევლებს გააცნო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქუჩა სრულად რეაბილიტირდება.
ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ მისი გამარჯვებისთანავე დაიწყება მომზადება საკანონმდებლო ინიციატივების, რომელიც ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის საკითხს აუცილებლად მოაწესრიგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები