ნინო ბურჯანაძე: 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება უკვე დავიწყეთ და ნამდვილად ვერავინ შეგვაჩერებს

,,2020 წლის ან უფრო ადრინდელი არჩევნებისთვის ჩვენ მზადება უკვე დავიწყეთ და ნამდვილად ვერავინ შეგვაჩერებს”,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე პარტია „ ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარედ დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაზე კიდევ ერთხელ აირჩიეს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, გვქონდეს გაერთიანებული საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, საზღვრები დაცული, ადამიანები დაცულნი და კეთილდღეობით აღვსილნი და ამას კი ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა. ამას სჭირდება ახალი ეროვნული ხელისუფლება.
2020 წლის ან უფრო ადრინდელი არჩევნებისთვის ჩვენ უკვე მზადება დავიწყეთ და ნამდვილად ვერავინ შეგვაჩერებს, იმიტომ, რომ ვიცით, ნამდვილად სამართლიანი და სწორია ჩვენი ბრძოლა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ამავდროულად, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები