ირაკლი ბერაიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლებს და პარლამენტარებს სიტყვით მიმართა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სპეციალურ მომხსენებელს და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარებს სიტყვით მიმართა.

“საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა წარმატებულია. დემოკრატიული რეფორმების და თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციის მხრივ, საქართველო ნატო-ს ყველაზე თავსებადი და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია. ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ერთობლივი წვრთნები, რომელსაც ნატო საქართველოში ატარებს, გამორჩეულია მონაწილე ქვეყნების რაოდენობითა და მასშტაბით. მივესალმებით, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ეს თანამშრომლობა სათანადოდ იქნება ასახული”,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

​სლოვაკეთში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები